{"title":"Phenomenon of Giving a Tip: Economic and Psychological Aspects","authors":"Joseph Archvadze, Lia Lia Kurkhuli","doi":"10.56079/20222/12","DOIUrl":null,"url":null,"abstract":"სტატიაში განხილულია „ხელის ქირის“ ფენომენი, მისი ეტიმოლოგია, გავრცელების მასშტაბები ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე, წარმოშობის განმაპირობებელი ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. „ხელის ქირა“ მიჩნეულია როგორც სპეციფიკური საქონლის - მომსახურე პირების კლიენტისადმი პერსონალური დამოკიდებულების, მომსახურების საფასური, რომლის შეძენის (საფასურის გადახდის) მოტივაციას სხვადასხვა გარემოება და ფაქტორი (მათ შორის არაეკონომიკური) - კლიენტის სოციალური და რეპუტაციული სტატუსი, განწყობა, კმაყოფილება და მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობილების მოპოვების სურვილი განაპირობებენ. შესწავლილია „ხელის ქირის“დამოკიდებულება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპთან, მისი გამოვლენის ფორმები ისეთ ეკონომიკურ სისტემებში, სადაც საბაზრო ურთიერთობები არ წარმოადგენს წარმოებითი ურთიერთობების გაბატონებულ ფორმას (ფეოდალიზმი, ე.წ. საბჭოთა ტიპის სოციალიზმი). აშშ-ის მაგალითზე შეფასებულია „ხელის ქირის“ ყველაზე გავრცელებულ საქმიანობათა სფეროებში (კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ტაქსი) „ხელის ქირის“ ბრუნვის მოცულობა და შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ პირთა შემოსავლებში ამგვარი შემოსავლების წილი. წარმოჩენილია „ხელის ქირის“ ფორმირების სახეები, მისი მომსახურე პერსონალს შორის განაწილების პრობლემები; სახელმწიფოს, ბიზნესის, მომსახურე პირებისა და კლიენტების დამოკიდებულება აღნიშნულ ფენომენთან, ევოლუცია და პერსპექტივები, აგრეთვე, „ხელის ქირის“ მსგავსება და განსხვავება დემონსტრაციულ (სტატუსურ) მოხმარებასთან. საკვანძო სიტყვები: „ხელის ქირა“, მომსახურება, კლიენტი, სოციალური ნორმები, მადლიერება.","PeriodicalId":31810,"journal":{"name":"Economics and Business","volume":" ","pages":""},"PeriodicalIF":0.0000,"publicationDate":"2022-06-24","publicationTypes":"Journal Article","fieldsOfStudy":null,"isOpenAccess":false,"openAccessPdf":"","citationCount":"0","resultStr":null,"platform":"Semanticscholar","paperid":null,"PeriodicalName":"Economics and Business","FirstCategoryId":"1085","ListUrlMain":"https://doi.org/10.56079/20222/12","RegionNum":0,"RegionCategory":null,"ArticlePicture":[],"TitleCN":null,"AbstractTextCN":null,"PMCID":null,"EPubDate":"","PubModel":"","JCR":"","JCRName":"","Score":null,"Total":0}
引用次数: 0
Abstract
სტატიაში განხილულია „ხელის ქირის“ ფენომენი, მისი ეტიმოლოგია, გავრცელების მასშტაბები ქვეყნების მიხედვით, აგრეთვე, წარმოშობის განმაპირობებელი ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. „ხელის ქირა“ მიჩნეულია როგორც სპეციფიკური საქონლის - მომსახურე პირების კლიენტისადმი პერსონალური დამოკიდებულების, მომსახურების საფასური, რომლის შეძენის (საფასურის გადახდის) მოტივაციას სხვადასხვა გარემოება და ფაქტორი (მათ შორის არაეკონომიკური) - კლიენტის სოციალური და რეპუტაციული სტატუსი, განწყობა, კმაყოფილება და მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობილების მოპოვების სურვილი განაპირობებენ. შესწავლილია „ხელის ქირის“დამოკიდებულება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპთან, მისი გამოვლენის ფორმები ისეთ ეკონომიკურ სისტემებში, სადაც საბაზრო ურთიერთობები არ წარმოადგენს წარმოებითი ურთიერთობების გაბატონებულ ფორმას (ფეოდალიზმი, ე.წ. საბჭოთა ტიპის სოციალიზმი). აშშ-ის მაგალითზე შეფასებულია „ხელის ქირის“ ყველაზე გავრცელებულ საქმიანობათა სფეროებში (კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ტაქსი) „ხელის ქირის“ ბრუნვის მოცულობა და შესაბამისი საქმიანობით დაკავებულ პირთა შემოსავლებში ამგვარი შემოსავლების წილი. წარმოჩენილია „ხელის ქირის“ ფორმირების სახეები, მისი მომსახურე პერსონალს შორის განაწილების პრობლემები; სახელმწიფოს, ბიზნესის, მომსახურე პირებისა და კლიენტების დამოკიდებულება აღნიშნულ ფენომენთან, ევოლუცია და პერსპექტივები, აგრეთვე, „ხელის ქირის“ მსგავსება და განსხვავება დემონსტრაციულ (სტატუსურ) მოხმარებასთან. საკვანძო სიტყვები: „ხელის ქირა“, მომსახურება, კლიენტი, სოციალური ნორმები, მადლიერება.