{"title":"Tiziana Suarez-Nani, Tamar Tsopurashvili编。柏拉图和亚里士多德在东方和西方的遗产(iii - 16世纪),第比利斯研讨会论文集,2019年6月,由Scrinium Friburgense编辑,veroffentlichungen des mediavitischen Inst","authors":"Elene Ladaria","doi":"10.32859/kadmos/13/119-129","DOIUrl":null,"url":null,"abstract":"პლატონური და არისტოტელური მემკვიდრეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთში (II-XVI საუკუნეები) სამენოვანი კრებულია, რომელიც აერთიანებს მასალებს 2019 წელს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამართული კონფერენციისა „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“. კრებულში ხუთ თემატურ და ქრონოლოგიურად დალაგებულ ბლოკად წარმოდგენილია სტატიები, რომელთაგან თითოეული ცალკეული ავტორის, ტექსტისა ან პრობლემატიკის საფუძველზე წარმოაჩენს (ნეო)პლატონური ან არისტოტელური ელემენტების ნაკვალევს თუ მათ გადაკვეთას ქრისტიანობის კონტექსტში ახალი თეორიული გამოწვევების საპასუხოდ. პირველი ნაწილი პატრისტიკის პერიოდს ეთმობა. აქ პლატონისა და ნეოპლატონიზმის რეცეფციაა ნაჩვენები ფსევდო-იპოლიტეს „უარყოფის“, ავგუსტინესა და ნებრიდიუსის კორესპონდენციისა და ჯერჯერობით ნაკლებად შესწავლილი ბიზანტიელი ავტორის, მეთოდე ოლიმპელის დიალოგ „მკვდრეთით აღდგომის“ მაგალითებზე. ასევე განხილულია არისტოტელური პრინციპების როლი თეოდორე სტუდიელის მიერ იკონოფილური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში. ბერძნული ნეოპლატონიზმისთვის მიძღვნილ მეორე ნაწილში, ერთი მხრივ, ვპოულობთ პლოტინის ეთიკისა და მისივე გონის გენეზისის თეორიის განხილვას, მეორე მხრივ კი, ძველი ქართული ფილოლოგიური პრაქტიკის ჩამოყალიბების ანალიზს, რომელიც კონცენტრირებულია ეფრემ მცირესთან მთარგმნელობით ტექნიკაზე რეფლექსასა და მისი ბერძნული წყაროს დადგენაზე. მესამე ნაწილი სრულად ეთმობა იოანე პეტრიწს. აქ ვპოულობთ გარკვეული ცნებების მისთვის სპეციფიკური გამოყენების ანალიზს, მაგრამ ასევე მის კომპარაციულ განხილვას პროკლესთან თუ გეორგიოს გემისტოს პლეთონთან ერთად, რაც შესაძლებელს ხდის პეტრიწის ფიგურის როგორც თეორიულ, ისე ისტორიულ კონტექსტუალიზაციას. XIII საუკუნის ლათინი ავტორებისადმი მიძღვნილ მეოთხე ნაწილში ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი წარმოჩენილია ალექსანდრე ჰალელის, თომა აკვინელის, ანრიგენტელის, მაისტერ ეკჰარტის მაგალითზე და შეფასებულია ის რადიკალური და შორსმიმავალი ცვლილებები, რომლებიც არისტოტელეს აქტუალიზაციისა და პლატონიზმის მარგინალიზაციის შედეგად დადგა. დაბოლოს, კრებულის მეხუთე ნაწილში პლატონიზმის ან პლატონისა და არისტოტელეს კონკურენტული მოდელების გავლენაზეა საუბარი რენესანსის ეპოქის ისეთ ავტორებზე, როგორიცაა მარსილიო ფიჩინო, ფრანცისკო სუარესი და ფრანჩესკო პატრიცი.","PeriodicalId":38825,"journal":{"name":"Kadmos","volume":"135 1","pages":""},"PeriodicalIF":0.0000,"publicationDate":"2021-01-01","publicationTypes":"Journal Article","fieldsOfStudy":null,"isOpenAccess":false,"openAccessPdf":"","citationCount":"0","resultStr":"{\"title\":\"Tiziana Suarez-Nani, Tamar Tsopurashvili (eds). Héritages platoniciens et aristotéliciens dans l’Orient et l’Occident (IIe-XVIe siècles), Actes du colloque de Tbilissi, juin 2019, édité par Scrinium Friburgense, Veröffentlichungen des Mediävistischen Inst\",\"authors\":\"Elene Ladaria\",\"doi\":\"10.32859/kadmos/13/119-129\",\"DOIUrl\":null,\"url\":null,\"abstract\":\"პლატონური და არისტოტელური მემკვიდრეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთში (II-XVI საუკუნეები) სამენოვანი კრებულია, რომელიც აერთიანებს მასალებს 2019 წელს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამართული კონფერენციისა „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“. კრებულში ხუთ თემატურ და ქრონოლოგიურად დალაგებულ ბლოკად წარმოდგენილია სტატიები, რომელთაგან თითოეული ცალკეული ავტორის, ტექსტისა ან პრობლემატიკის საფუძველზე წარმოაჩენს (ნეო)პლატონური ან არისტოტელური ელემენტების ნაკვალევს თუ მათ გადაკვეთას ქრისტიანობის კონტექსტში ახალი თეორიული გამოწვევების საპასუხოდ. პირველი ნაწილი პატრისტიკის პერიოდს ეთმობა. აქ პლატონისა და ნეოპლატონიზმის რეცეფციაა ნაჩვენები ფსევდო-იპოლიტეს „უარყოფის“, ავგუსტინესა და ნებრიდიუსის კორესპონდენციისა და ჯერჯერობით ნაკლებად შესწავლილი ბიზანტიელი ავტორის, მეთოდე ოლიმპელის დიალოგ „მკვდრეთით აღდგომის“ მაგალითებზე. ასევე განხილულია არისტოტელური პრინციპების როლი თეოდორე სტუდიელის მიერ იკონოფილური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში. ბერძნული ნეოპლატონიზმისთვის მიძღვნილ მეორე ნაწილში, ერთი მხრივ, ვპოულობთ პლოტინის ეთიკისა და მისივე გონის გენეზისის თეორიის განხილვას, მეორე მხრივ კი, ძველი ქართული ფილოლოგიური პრაქტიკის ჩამოყალიბების ანალიზს, რომელიც კონცენტრირებულია ეფრემ მცირესთან მთარგმნელობით ტექნიკაზე რეფლექსასა და მისი ბერძნული წყაროს დადგენაზე. მესამე ნაწილი სრულად ეთმობა იოანე პეტრიწს. აქ ვპოულობთ გარკვეული ცნებების მისთვის სპეციფიკური გამოყენების ანალიზს, მაგრამ ასევე მის კომპარაციულ განხილვას პროკლესთან თუ გეორგიოს გემისტოს პლეთონთან ერთად, რაც შესაძლებელს ხდის პეტრიწის ფიგურის როგორც თეორიულ, ისე ისტორიულ კონტექსტუალიზაციას. XIII საუკუნის ლათინი ავტორებისადმი მიძღვნილ მეოთხე ნაწილში ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი წარმოჩენილია ალექსანდრე ჰალელის, თომა აკვინელის, ანრიგენტელის, მაისტერ ეკჰარტის მაგალითზე და შეფასებულია ის რადიკალური და შორსმიმავალი ცვლილებები, რომლებიც არისტოტელეს აქტუალიზაციისა და პლატონიზმის მარგინალიზაციის შედეგად დადგა. დაბოლოს, კრებულის მეხუთე ნაწილში პლატონიზმის ან პლატონისა და არისტოტელეს კონკურენტული მოდელების გავლენაზეა საუბარი რენესანსის ეპოქის ისეთ ავტორებზე, როგორიცაა მარსილიო ფიჩინო, ფრანცისკო სუარესი და ფრანჩესკო პატრიცი.\",\"PeriodicalId\":38825,\"journal\":{\"name\":\"Kadmos\",\"volume\":\"135 1\",\"pages\":\"\"},\"PeriodicalIF\":0.0000,\"publicationDate\":\"2021-01-01\",\"publicationTypes\":\"Journal Article\",\"fieldsOfStudy\":null,\"isOpenAccess\":false,\"openAccessPdf\":\"\",\"citationCount\":\"0\",\"resultStr\":null,\"platform\":\"Semanticscholar\",\"paperid\":null,\"PeriodicalName\":\"Kadmos\",\"FirstCategoryId\":\"1085\",\"ListUrlMain\":\"https://doi.org/10.32859/kadmos/13/119-129\",\"RegionNum\":0,\"RegionCategory\":null,\"ArticlePicture\":[],\"TitleCN\":null,\"AbstractTextCN\":null,\"PMCID\":null,\"EPubDate\":\"\",\"PubModel\":\"\",\"JCR\":\"Q2\",\"JCRName\":\"Arts and Humanities\",\"Score\":null,\"Total\":0}","platform":"Semanticscholar","paperid":null,"PeriodicalName":"Kadmos","FirstCategoryId":"1085","ListUrlMain":"https://doi.org/10.32859/kadmos/13/119-129","RegionNum":0,"RegionCategory":null,"ArticlePicture":[],"TitleCN":null,"AbstractTextCN":null,"PMCID":null,"EPubDate":"","PubModel":"","JCR":"Q2","JCRName":"Arts and Humanities","Score":null,"Total":0}
Tiziana Suarez-Nani, Tamar Tsopurashvili (eds). Héritages platoniciens et aristotéliciens dans l’Orient et l’Occident (IIe-XVIe siècles), Actes du colloque de Tbilissi, juin 2019, édité par Scrinium Friburgense, Veröffentlichungen des Mediävistischen Inst
პლატონური და არისტოტელური მემკვიდრეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთში (II-XVI საუკუნეები) სამენოვანი კრებულია, რომელიც აერთიანებს მასალებს 2019 წელს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ გამართული კონფერენციისა „ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქრისტიანოში“. კრებულში ხუთ თემატურ და ქრონოლოგიურად დალაგებულ ბლოკად წარმოდგენილია სტატიები, რომელთაგან თითოეული ცალკეული ავტორის, ტექსტისა ან პრობლემატიკის საფუძველზე წარმოაჩენს (ნეო)პლატონური ან არისტოტელური ელემენტების ნაკვალევს თუ მათ გადაკვეთას ქრისტიანობის კონტექსტში ახალი თეორიული გამოწვევების საპასუხოდ. პირველი ნაწილი პატრისტიკის პერიოდს ეთმობა. აქ პლატონისა და ნეოპლატონიზმის რეცეფციაა ნაჩვენები ფსევდო-იპოლიტეს „უარყოფის“, ავგუსტინესა და ნებრიდიუსის კორესპონდენციისა და ჯერჯერობით ნაკლებად შესწავლილი ბიზანტიელი ავტორის, მეთოდე ოლიმპელის დიალოგ „მკვდრეთით აღდგომის“ მაგალითებზე. ასევე განხილულია არისტოტელური პრინციპების როლი თეოდორე სტუდიელის მიერ იკონოფილური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში. ბერძნული ნეოპლატონიზმისთვის მიძღვნილ მეორე ნაწილში, ერთი მხრივ, ვპოულობთ პლოტინის ეთიკისა და მისივე გონის გენეზისის თეორიის განხილვას, მეორე მხრივ კი, ძველი ქართული ფილოლოგიური პრაქტიკის ჩამოყალიბების ანალიზს, რომელიც კონცენტრირებულია ეფრემ მცირესთან მთარგმნელობით ტექნიკაზე რეფლექსასა და მისი ბერძნული წყაროს დადგენაზე. მესამე ნაწილი სრულად ეთმობა იოანე პეტრიწს. აქ ვპოულობთ გარკვეული ცნებების მისთვის სპეციფიკური გამოყენების ანალიზს, მაგრამ ასევე მის კომპარაციულ განხილვას პროკლესთან თუ გეორგიოს გემისტოს პლეთონთან ერთად, რაც შესაძლებელს ხდის პეტრიწის ფიგურის როგორც თეორიულ, ისე ისტორიულ კონტექსტუალიზაციას. XIII საუკუნის ლათინი ავტორებისადმი მიძღვნილ მეოთხე ნაწილში ნეოპლატონიზმი და არისტოტელიზმი წარმოჩენილია ალექსანდრე ჰალელის, თომა აკვინელის, ანრიგენტელის, მაისტერ ეკჰარტის მაგალითზე და შეფასებულია ის რადიკალური და შორსმიმავალი ცვლილებები, რომლებიც არისტოტელეს აქტუალიზაციისა და პლატონიზმის მარგინალიზაციის შედეგად დადგა. დაბოლოს, კრებულის მეხუთე ნაწილში პლატონიზმის ან პლატონისა და არისტოტელეს კონკურენტული მოდელების გავლენაზეა საუბარი რენესანსის ეპოქის ისეთ ავტორებზე, როგორიცაა მარსილიო ფიჩინო, ფრანცისკო სუარესი და ფრანჩესკო პატრიცი.